Wednesday, June 6, 2012
მცენარეები
მცენარეები
ცენარეები (Plantae ანუ Vegetabilia), ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს და სოკოებს, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წტალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება პროკარიოტების ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად ეუკარიოტებისქვესამეფოში.
მცენარეთა სამყარო, რომელიც 350 ათასზე მეტ სახეობას ითვლის, მოიცავს 3 დიდ ტაქსონს (ქსესამეფო ან ტიპი): წითელ წყალმცენარეებს (Rhodobionta), ნამდვილ წყალმცენარეებს (Phycobionta) და უმაღლეს მცენარეებს (Embryobionta).
მტაცებელი მცენარეები
ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილის ტორფიან ჭაობებში გვხვდება მწერიჭამია მცენარე – ე.წ.ვენერას ბუზიჭამია. მისი თითოეული ფოთოლი გაყოფილია 2 ნაწილად. ქვედა ნაწილი, ისევე როგორც ყველა ფოთოლი მცენარეს ჰაერიდან საკვებს აწვდის, ზედა კი სანადირო ორგანოა. ის შედგება ორი მოძრავი ნაკვთისაგან,მათ კედლებზე განლაგებულია ბასრი კბილები.თითოეული ნაკვთის ზედაპირზე არის 3 გრძელი დრეკადი ჯაგარი. გარდა ამისა ნაკვთების მთელი ზევითა მხარე მოფენილია მრავალი წვრილი წითელი ჯირკვლით.საკმარისია მწერი ამ 6 ჯაგრისიდან თუნდაც ერთს შეეხოს რომ ნაკვთები უმალ შეერთდება, მათი კბილები ერთმანეთს ეჭდობა. მწერი სწრაფად ემწყვდევა სანადირო ორგანოს ორ ნაკვეთს შორის. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს მწერი, მით უფრო მჭიდროდ იკვრება ნაკვთები. ჯირკვლები ერთდროულად იწყებენ გამჭირვალე მჟავე სითხის გამოყოფას,იგი ცილების გადამამუშავებელ ფერმენტს შეიცავს. საკვების გადამუშავება და შეწოვა გრძელდება ერთიდან სამ კვირამდე, შემდეგ ნაკვთები ერთმანეთს შორდება და წინანდელ მდგომარეობას უბრუნდება.
დროზანა ანუ ცვრიანა და ცხიმურა მოწითალო-მწვანე ფერის პატარა მცენარეა. ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეზე დაკიდეებზე 25-მდე წამწამი აქვს.ეს წამწამები გამოყოფენ ლორწოვან ნივთიერებას და ასევე ფერმენტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ცილების გადამუშავება.ცხიმურას აქვს ხასხასა ფოთლის ფირფიტის ზედაპირი, რომელიც დაფარულია ლორწოთი,რის გამოც ცხიმწასმულს გავს ამიტომაც დაარქვეს მას ცხიმურა .ფოთოლზე მიკრული მწერი მასზე არსებულ ჯირკვლებს აღიზიანებს, ჯირკვლები კი თავის მხრივ საკვების მომნელებელ წვენს გამოყოფენ
სარაცენიას აქვს კაშკაშა შეფერილობის ფოთლები მწერების მოსაზიდად,ისინი მოფენილია ჯირკვლებით. ქოთნისმაგვარი ფოთლები დაფარულია წამწამებით რომლებიც იჭერენ მწერებს. ფოთლის ზედაპირი შეიცავს მოტკბო ნარკოტიკულ ნივთიერებას ,რომელიც აბრუებს მწერს და მოძრაობის ფუნქციებს უქვეითებს.სარაცენიას მსგავსი მცენარეების ქოთნებში, ანუ მილებში არის სითხე, რომელიც საკვების მომნელებელ პერმენტებს არ შეიცავს, დამრხჩვალი მწერები მილში მყოფ სითხეში იხრწნებიან ,ხოლო გახრწნილ პროდიქტებს მილის კედლები ისრუტავს. თუმცა არსებობს ისეთი მწერები რომლებიც ამ პირობებში კარგად მრავლდება. მაგალითად კოღოს ისეთი ჯიში როგორიცაა Wyeomyia smithii, ცხოვრობს სარაცენიას ქოთანში და მისი მუდმივი მობინადრეა,ასევე ობობა Misumenops nepenthicola.
მცენარეთა როლი ადამიანის ცხოვრებაში
შეუფასებელია მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ადამიანმა თანამედროვე დონეზე განვითარება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გარს მცენარეული სამყარო ერტყა, რომელიც მას აძლევდა ყველაფერს, რაც კი არსებობისთვის სჭირდებოდა: საკვებს, ტანსაცმელს, სამშენებლო მასალებს, საწვავს, ავეჯს, ჭურჭელს, წამლებს, საღებავებსა და სხვა სასარგებლო ნივთებს. მცენარეთა როლი არც სადღეისოდ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა და გაცილებით შესამჩნევი გახდა - ისინი ჩვენთვის მატერიალური კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური სიამოვნების წყაროს წარმოადგენენ.ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. აბა, ერთი წუთით დავფიქრდეთ: ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მაცივარი, მტვერსასრუტი და ათასგვარი სხვა საოჯახო ტექნიკა, საღებავები, ლაქი, ავტომობილი - ყოველივე ის, რითაც არის გარემოცული თანამედროვე ადამიანი, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს. ყოველი მათგანი ცალკე აღებული საკმაოდ მავნეა, ერთად კი ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველ კოქტეილს ქმნის. ასეთი მოწამვლის შედეგად ადამიანი ითენთება, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება, ხშირად სტკივა თავი, ღიზიანდება...
![](https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/mtsenareebi/_/rsrc/1338985627648/mtsenareta-roli-adamianis-tskhovrebashi/7f0dce41bc39479d195d38cd028ca807.jpg?height=320&width=320)
სამკურნალო მცენარეები
![](https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/mtsenareebi/samkurnalo-mtsenareebi/07836e954d148f432fc711f493262f84.jpg?height=400&width=400)
სამკურნალო მიზნით გამოიყენება ექანაცეის როგორც ყვავილი, ასევე ფოთოლი და ფესვი.
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები. ექინაცეის იმუნომოდულაციურ თვისებას მის შემადგენლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სიმრავლე განაპირობებს.
ეს ნივთიერებებია პოლისაქარიდები, ეთერზეთები, გლიკოზიდები, საპონინები, ფისი, ორგანული მჟავები (მათ შორის - პოლიუჯერიც), ალკალოიდები, ფიტოსტერინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფენოლის მჟავები, რომლებსაც ანტისეპტიკური თვისებები აქვს, პოლიენები - ნივთიერებები, რომლებიც მრავალი სახის სოკოს ანადგურებს და სხვა. ექინაცეის ფესვები მდიდარია გლუკოზით, ინულინით, ცხიმებითა და ეთერზეთებით, ფისით, ნივთიერება ბეტაინით, რომელიც აფერხებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას, ფენოლკარბონის მჟავათი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს შარდმდენი მოქმედების უნარი. მცენარის ყველა ნაწილში უხვად არის მინერალური ნივთიერებები, მათ შორის - ის იშვიათი მინერალებიც, რომელთა ნორმას საკვებიდან ვერ ვიღებთ და ამიტომ ხშირად აკლია ჩვენს ორგანიზმს. ესენია კალციუმი, კალიუმი, სელენი, მანგანუმი, თუთია, მოლიბდენი, ვერცხლი, ქლორი, რკინა, მაგნიუმი, ბერილიუმი და სხვა. ექინაცეას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტირევმატული, სოკოს საწინააღმდეგო და იმუნომოდულაციური მოქმედება. სამკურნალო ეფექტი. ექინაცეის პრეპარატების დანიშვნა შეიძლება არა მხოლოდ მოზრდილთათვის, არამედ ბავშვებისთვისაც 2-3 წლიდან გაციების, გრიპის, შარდის ბუშტის ანთების, კანის პათოლოგიების, მონონუკლეოზის, ღვიძლის დაავადებების დროს.
ორკბილას ნაყენი და ნახარში დასალევადაც შეიძლება გამოვიყენოთ. C ვიტამინის, მანგანუმისა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტების წყალობით ეს მცენარე მადის მომგვრელ, სუსტ ოფლმდენ, შარდმდენ, ნაღველმდენ, დამამშვიდებელ ეფექტს ავლენს.
დაფასოებული ორკბილას შეძენა აფთიაქებშიც შესაძლებელია, მაგრამ თუკი თავადვე გადაწყვეტთ მის შეგროვებას, გაითვალისწინეთ, რომ მართალია, ეს მცენარე ყვავილობას ივნისიდან იწყებს, მაგრამ მოსაკრეფად ვარგისი მხოლოდ სექტემბრის ბოლოსთვის ხდება.
მცენარეთა სამყარო
სამკურნალო მცენარეები
ასკილიასკილს გურიაში ეშმაკის მათრახი ჰქვია. ასკილი ყვავის მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემ-ბერში. მედიცინაში გამოიყენება ძირითადად ასკილის ნაყოფი. ნაყოფის გაშრობა სასურველია სპეციალურ ღუმელებში ან თაროებზე ორპირ ქარში, ჩრდილში. კარგად გამშრალ ნაყოფს უნდა ჰქონდეს კარგი ფე-რი, სუნი და გემო. ასკილს ვიტამინების მეფეს ეძახიან. იგი შეიცავს ასკორბინის მჟავას, "ბ" კაროტინს, ფილიხინინს, ბიოფლავონოიდებს. თესლები მდიდარია "ე" ვიტამინით, კაროტინით და ცხიმებით. ასკილი გამოიყენება ექსტრაქტების, წვენების, აბების და ფხვნილის სახით. ხდიან ასკილის ზეთს. იგი პროფილაქ-ტიკური საშუალებაა სურავანდისა და სისხლნაკლებობის დრო
![](https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/mtsenareebi/_/rsrc/1338989981205/sasargeblo-mtsenareebi/images.jpg?height=364&width=400)
ერთ წლამდე ასაკის ბავშვისათვის გვირილის აბაზანა კარგია რაქიტის სამკურნალოდ. ასეთი აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კანის სუნთქვას, საოფლის ჯირკვლების მუშაობას.
გვირილა გამოიყენება ცილოვანი დიათეზის საწინააღმდეგოდ.
გვირილას შინაგანი მიზნებისათვის გამოყენება მრავალმხრივია: დეზინფექციას უკეთებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, გააჩნია კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისება, ამცირებს ნაწლავების ზედმეტ ფერმენტიზაციას, აგრეთვე აქრობს ყოველგვარ "ხმაურს" ჩვილის მუცელში, ამასთანავე, აუმჯობესებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, რომელიც ეწყება ჩვილს პირველი წლის ბოლოს.
გვირილას იყენებენ ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ. კბილების ამოჭრის დროს, ჩვილს უნდა მივცეთ გვირილას ნაყენი ცოტა რაოდენობით, მაგრამ ხშირად. გვირილა ანელებს ანთებით პროცესს და ამცირებს უსიამოვნებას, რაც თან ახლავს კბილების ამოჭრას.
ინჰალაციების სახით გაცივების, ხველისა და ცხვირიდან გამონადენის შემთხვევაში, გვირილას საკმაოდ მაგარ ნაყენში დავასველოთ დოლბანდი, გავწუროთ და ჩამოვკიდოთ ბავშვის საწოლის თავზე, რათა პატარამ ისუნთქოს ბალახის ნაყენის სურნელით.
![](https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/mtsenareebi/_/rsrc/1338990135847/sasargeblo-mtsenareebi/images%20%281%29.jpg?height=299&width=400)
ვიდეოები
პიკასას სურათების ალბომი
Subscribe to:
Posts (Atom)